Gurji

ჩვენ შესახებ

გურჯი არის საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ოთხმა თაობამ მიწას და ვაზს მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება. ჩვენ ვენახებში გავიზარდეთ, სწორედ აქ ჩამოყალიბდა ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ხელობა და ჩვენი ხედვა ნამდვილი ღვინისა შეასხებ.

2016 წლიდან ვქმნით ღვინოებს გურჯის სახელით, იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს ოჯახში XX საუკუნის დასაწყისიდან თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენი ღვინოები — ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი იბადება ისტორიულ მიწებზე, სადაც ვაზი ჩვენამდე ბევრად ადრე მოჰყავდათ.

ჩვენ გვჯერა პატიოსანი, დახვეწილი ღვინის, რომელიც ასახავს ადგილის ხასიათს, ბუნების ძალას და ტრადიციებისადმი პატივისცემას. Gurji არის  ისტორია ოჯახისა, რომელიც ღვინის ენით აგრძელებს საუბარს.

გურჯის ისტორია ბრენდის შექმნამდე ბევრად ადრე იწყება. ჩვენი წინაპრები ღვინის წარმოებით XX საუკუნის დასაწყისშივე იყვნენ დაკავებულნი, და თითოეულმა თაობამ შეინარჩუნა ის სიყვარული მიწის მიმართ, რომელსაც დღესაც ვატარებთ. ვენახები ყოველთვის ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო — ადგილი, სადაც ვიზრდებოდით, ვმუშაობდით და ბუნების გაგებას ვსწავლობდით.

2016 წელს გადავწყვიტეთ, ოჯახური გამოცდილება გურჯის სახელით გაგვეერთიანებინა. ეს მხოლოდ ახალი ეტაპი არ ყოფილა, ეს იყო მრავალწლიანი გზის ბუნებრივი გაგრძელება. ჩვენ ვმუშაობთ მიწებზე, რომლებიც ასეულობით, ზოგჯერ კი ათასობით წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ეს ადგილები ინახავს ადამიანების, ტრადიციებისა და დროის მეხსიერებას, და ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ეს ისტორია ჩვენს ღვინოებში კვლავ ჟღერდეს.

გურჯის ყოველი ბოთლი ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია — იმ მიწის ნაწილი, რომელმაც ჩამოგვაყალიბა და კვლავ შთაგვაგონებს.

გურჯი ფილოსოფია დაფუძნებულია პატივისცემაზე — მიწის, დროის და იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ცოდნა გადმოგვცეს. ჩვენ გვჯერა, რომ ღვინო უნდა იყოს პატიოსანი და ცოცხალი, უნდა ასახავდეს ტერუარის ხასიათს და ბუნების ხმას.

ჩვენ არ ვცდილობთ ვაზი დავიმორჩილოთ, ჩვენ ვცდილობთ მოვუსმინოთ მას. თითოეული ნიადაგი, თითოეული ფერდობი, თითოეული სეზონი ქმნის საკუთარ ისტორიას, და ჩვენი ამოცანაა, ეს ისტორია ღვინოში შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვირჩევთ ელეგანტურობას ხმაურის ნაცვლად, სიღრმეს ზედაპირულობის ნაცვლად, ავთენტურობა მოდის ნაცვლად.
გურჯი არის ღვინოები, რომლებშიც ჟღერს ადგილი, დრო და ოჯახის სული, რომელმაც ცხოვრება ღვინოს მიუძღვნა.

ჩვენი კატალოგი

თეთრი ნახევრად ტკბილი

გურჯი ალაზნის ველი

სიძლიერე: 10,5%
მოცულობა: 0,75ლ

თეთრი ნახევრად მშრალი

გურჯი ფიროსმანი

სიძლიერე: 10,5%
მოცულობა: 0,75ლ

თეთრი მშრალი

გურჯი წინანდალი

სიძლიერე: 13%
მოცულობა: 0,75ლ

წითელი მშრალი

გურჯი საფერავი

სიძლიერე: 13%
მოცულობა: 0,75ლ

წითელი ნახევრად მშრალი

გურჯი ფიროსმანი

სიძლიერე: 12%
მოცულობა: 0,75ლ

წითელი ნახევრად ტკბილი

გურჯი ალაზნის ველი

სიძლიერე: 10,5%
მოცულობა: 0,75ლ

წითელი ნახევრად ტკბილი

გურჯი ქინძმარაული

სიძლიერე: 11%
მოცულობა: 0,75ლ

წითელი მშრალი

გურჯი მუკუზანი

სიძლიერე: 13%
მოცულობა: 0,75ლ

ქართული ჭაჭა

Gurji Еxtra Blend

სიძლიერე: 50%
მოცულობა: 0,5ლ

ქართული ჭაჭა

Gurji Сlassic რქაწითელი

სიძლიერე: 40%
მოცულობა: 0,5ლ

ქართული ჭაჭა

Gurji Original საფერავი

სიძლიერე: 40%
მოცულობა: 0,5ლ

ქართული კონიაკი

Gurji Extra Old 7*

სიძლიერე: 40%
მოცულობა: 0,5ლ

ქართული კონიაკი

Gurji Grande Reserve 5*

სიძლიერე: 40%
მოცულობა: 0,5ლ

ქართული კონიაკი

Gurji Reserve 4 *

სიძლიერე: 40%
მოცულობა: 0,5ლ

ქართული კონიაკი

Gurji De Luxe 3*

სიძლიერე: 40%
მოცულობა: 0,5ლ